საქართველოში 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დაბა ჩხოროწყუს ჩრდილო-აღმოსავლეთით 14 კმ-ში, სოფელ თაიასთან იყო.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:53 საათზე დაფიქსირდა.

მსგავსი თემები