„ცალკე ვინ აღნიშნავს? – სახალხო ზეიმს ვაწყობთ, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით“ – ზურაბიშვილი 26 მაისზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 26 მაისს – ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს საზოგადოება ერთად იზეიმებს.

მედიის წარმომადგენლებმა ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს 30 აპრილს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს“.

მეხუთე პრეზიდენტის თქმით, 26 მაისი ხალხის ზეიმია.

„ცალკე ვინ აღნიშნავს? რეებს ლაპარაკობთ. ეს არის ხალხის ზეიმი და ჩვენც სწორედ სახალხო ზეიმს ვაწყობთ, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით. დამოუკიდებლობა არის ჩვენი ერთობლივი და ჩვენი ერთობის მიღწევა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მსგავსი თემები