აშშ-მა და ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“უბრალოდ მინდა დავიწყო იმით, რომ ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა, რადგან ეს გამარჯვების დღეა, მეორე მსოფლიო ომი, 8 მაისი და [დიდი ბრიტანეთის] პრემიერმინისტრი ტელეფონით გვიკავშირდება, ჩვენ შესანიშნავი მოკავშირეები ვიყავით და სავაჭრო შეთანხმებასაც იმავე დღეს მოვაწერეთ ხელი, როდესაც დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, ყველაზე დიდი გამარჯვება”- აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი თემები