„კმაყოფილი არ ვარ“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც რუსეთის მიერ მოლაპარაკებებში „ზედმეტის მოთხოვნაზე“ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებას ეხებოდა, ტრამპმა აღნიშნა, რომ „შეიძლება, ჯეი დი ვენსი მართალია“.
„ჩვენ მივდივართ იმ წერტილამდე, სადაც ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდება. ამით კმაყოფილი არ ვარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.