საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თუ სირია გააგრძელებს წინსვლას, ევროკავშირს მოსთხოვს, რომ ოფიციალურ დამასკოს სანქციები არ გაუხანგრძლივოს.
როგორც მაკრონმა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეცდება, ამავე ნაბიჯის გადადგმაში ამერიკის შეერთებული შტატებიც დაარწმუნოს.
„ევროკავშირს მოვთხოვ, არ გაახანგრძლივოს სირიისთვის დაწესებული სანქციები. ვფიქრობ, ყველას, მათ შორის ამერიკელების ინტერესებშიც არის, დაფიქრდნენ ან, უფრო მეტიც, იმოქმედონ, რათა ჩვენთან ერთად ხელი შეუწყონ სირიელი ხალხის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, რათა დაბრუნება უფრო სწრაფად მოხდეს, აღდგეს და უფრო სწრაფად მიიღონ ლტოლვილები სახლში, გადადონ ამერიკული ძალების გამოყვანა რაც შეიძლება დიდი ხნით, რადგან უსაფრთხოების საკითხი კვლავ არსებობს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.