ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა.
სკოტ ბესენტს კონგრესში, საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ჰკითხეს, გამართავდა თუ არა მოლაპარაკებას ომის დამნაშავესთან, რაზეც მან ასე უპასუხა:
„დიპლომატიის ბუნებაა, რომ ორივე მხარესთან უნდა აწარმოო მოლაპარაკება. ვფიქრობ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონელებთან მოლაპარაკებები აუცილებელი იყო“.