ჩინეთში აცხადებენ, რომ კორონავურუსი აშშ-დან მოდის და შტატებში გამოძიების ჩატარებას ითხოვს

„ჩატარებული კვლევა და ანალიზი აჩვენებს, რომ ვუხანში გავრცელებამდე, აშშ-ის მრავალ რეგიონში დაფიქსირდა SARS-CoV-2 ტესტის დადებითი შედეგები და ვირუსის სხვა მტკიცებულებები. ვირუსის წარმოშობის საფუძვლიანი და სიღრმისეული გამოძიება უნდა ჩატარდეს აშშ-ში“ – ასეთია ჩინეთის პოზიცია.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისმა გამოსცა ე.წ. თეთრი ფურცელი სახელწოდებით „Covid-19-ის პრევენცია, კონტროლი და წარმოშობის კვალიფიკაცია: ჩინეთის ქმედებები და პოზიცია“.

დოკუმენტი შეიცავს ანგარიშს ჩინეთის წვლილის შესახებ ვირუსის წარმოშობის მიკვლევაში და გლობალურ თანამშრომლობაში COVID-19-თან ბრძოლაში. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ჩინური მხარე აქვეყნებს, კორონავირუსის კვალი შტატებში მიდის.

„COVID-19 პანდემია წარმოადგენს ყველაზე სწრაფად გავრცელებულ, გლობალური ჯანდაცვის კრიზისს, რომელის კაცობრიობაც შეექმნა საუკუნის განმავლობაში. მისი შეკავება მოითხოვს ყველა ქვეყნის ერთობლივ ძალისხმევას. პანდემიის დაწყებიდან, მთელი ჩინელი ერის კოლექტიური ძალისხმევით ჩინეთს საშუალება მისცა გამოსულიყო გამარჯვებული კრიზისიდან… მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ვირუსის შეკავების შიდა მცდელობა შეუპოვარია, გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო საერთაშორისო ანტიეპიდემიური თანამშრომლობისთვის, შეასრულა თავისი საერთაშორისო პასუხისმგებლობა და აჩვენა თავისი ეთიკური ვალდებულება, როგორც მთავარი ქვეყანა“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, ვირუსის წარმოშობის აღმოჩენა სერიოზული სამეცნიერო საკითხია.

„ჩინეთი ყოველთვის იყენებდა მეცნიერებაზე დაფუძნებულ მიდგომას ვირუსის წარმოშობის კვალდაკვალ, აქტიურად იყო ჩართული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) კომუნიკაციასა და თანამშრომლობაში.

ჩინეთის მოწვევით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყანაში გაგზავნა ორი საერთაშორისო საექსპერტო მისია, რათა ერთობლივი კვლევა ჩაეტარებინათ ვირუსის წარმოშობის შესახებ 2020 და 2021 წლებში“ – ვკითხულობთ კვლევაში.

მის მიხედვით, ჩინეთი, კერძოდ კი ვუხანი კორონავირუსის წარმოშობის ადგილი არ არის.

„სისტემატური ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების, მოლეკულური მიკვლევის, ცხოველთა მასპინძლის სკრინინგისა და ცივი ჯაჭვის გადაცემის კვლევების მეშვეობით, მეცნიერულად გამოირიცხა შესაძლებლობა, რომ ვუხანი იყოს SARS-CoV-2-ის ბუნებრივი წარმოშობა“ – აღნიშნულია გამოცემაში.

მის მიხედვით, გლობალური COVID-19 პანდემიის განხილვა სერიოზული სამეცნიერო საკითხია, რომელიც გავლენას ახდენს მთელი კაცობრიობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

შესაბამისად, ჩინური მხარე გამოძიების ჩატარებას აუცილებლობას აშშ-ში ხედავს.

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ SARS-CoV-2 წარმოიშვა ჩინეთის ფარგლებს გარეთ. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მიერ ჩატარებული კვლევა და ანალიზი აჩვენებს, რომ ვუხანში გავრცელებამდე, აშშ-ს მრავალ რეგიონში დაფიქსირდა SARS-CoV-2 ტესტის დადებითი შედეგები და ვირუსის სხვა მტკიცებულებები. ვირუსის წარმოშობის საფუძვლიანი და სიღრმისეული გამოძიება უნდა ჩატარდეს აშშ-ში“ – აღნიშნულია გამოცემაში.

გარდა ამისა, ჩინეთში ამტკიცებენ, რომ შტატებში ამ საკითხთან დაკავშირებით კლევები და დასკვნები დამალეს.

„იმის ნაცვლად, რომ შეეხოს საკუთარი არაადეკვატური პანდემიის რეაქციას, აშშ-ის მთავრობამ განზრახ ჩაახშო და დაფარა თავისი დასკვნები და მტკიცებულებები, რითაც ჩინეთი გახდა მთავარი განტევების ვაცი საკუთარი არასწორად მართული COVID-19 პასუხისთვის.

მეცნიერული საკითხის ამ შერჩევითმა სიბრმავემ და პოლიტიზაციამ სერიოზულად შეაფერხა ვირუსის წარმოშობის კვალიფიკაციის მცდელობები და ძირს უთხრის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას“ – ასეთია ჩინეთის პოზიცია.

 

მსგავსი თემები