კონფუცის სასაფლაო – მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა (ფოტორეპორტაჟი)

ციუფუ – კონფუცის  მშობლიური ქალაქია. ის სამხრეთ-დასავლეთ შანტონგის პროვინციაში მდებარეობს.  კონფუცი იყო  ცნობილი ჩინელი  ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი და პედაგოგი. კონფუციზმმა კი საკმაოდ  დიდი გავლენა მოახდინა ჩინურ კულტურაზე. ის დღემდე საკმაოდ პოპულარულია და კონფუცის ინსტიტუტი საქართველოშიც კი არსებობს.

რაც შეეხება ციუფუს, ეს ქალაქი ერთ-ერთი ტურისტულად დატვირთული ადგილია და მოიცავს ისტორიულ სასახლეებს, ტაძრებსა და  ოჯახის  სასაფლაოს.   კონფუცის ტაძარი კი ძვ. წ. 478 წელს აშენდა და ის კონფუცის ხსოვნას ეძღვნება.

ტაძარში დღემდე შემონახულია  სხვადასხვა დროს დამზადებული 1000-ზე მეტი სტელა და ძვირფასი ნივთი. მათ შორისაა კონფუცის ცხოვრების ამსახველი მოჩუქურთმებული სურათები, მინგისა და ცინგის დინასტიების ქვის დრაკონის ჩუქურთმები.

რაც შეეხება სასახლეს, ის მდიდარია კოლექციებით. აქ ინახება 100 000-ნივთი, რომელთა ჩამონათვალში შედის შანგისა და ჭოუს დინასტიების  საზეიმო ჭურჭელი, კონფუცის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი პორტრეტები; ტანსაცმელი;  ქუდები და სხვა ძვირფასი ნივთები.

ქალაქ ციუფუში განთავსებულია კონფუცის 72 მეტრიანი ქანდაკება. ამ ადგილს უცხოელი ვიზიტორების გარდა, სტუმრობენ სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსის კონფუცის თეორიებს და ისტორაის ეცნობიან.

კონფუცის სასაფლაო, რომელსაც ჩინეთში  “უდიდესი ბრძენის სასაფლაოს” იცნობენ და ის  კონფუცისა და მისი შთამომავლების საოჯახო სასაფლაოა. ტერიტორია 3000 კვადრატ მეტრზე  მეტ ფართობს მოიცავს, სადაც  4000-ზე მეტი უძველესი სტელაა განთავსებული.  კონფუცის სასაფლაო მსოფლიოში ყველაზე დიდი და უძველესი საოჯახო სასაფლაოა. ის პირველი ჯგუფის ეროვნულ, ძირითად კულტურულ  რელიქვიად არის გამოცხადებული და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

მსგავსი თემები