“საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებაშია” – მამუკა ბახტაძე

“საქართველოს ძლიერება სწორედ მის მრავალფეროვნებაში და იმაში, რომ განსაცდელის ჟამს ჩვენ ერთ მუშტად შეკრული ვდგავართ და სიხარულის დროს ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს”, – ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს და ყურბან ბაირამის დღესასწაული.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისთვის უდიდესი პატივია, რომ შესაძლებლობა ეძლევა მოსახლეობას დღესასწაული პირადად მიულოცოს.

„დღევანდელი დღე არის იმედის, სიყვარულის, გაჭირვებულთა დახმარების დღე. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დღევანდელ დღესასწაულს ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აღნიშნავენ. მინდა მათ მივესალმო და ყურბან ბაირამი მივულოცო. მე ყოველთვის და დღესაც ვამბობ, ამ დღესასწაულის აღნიშვნისას უნდა გავიმეორო, რომ საქართველოს ძლიერება არის მრავალფეროვნებაში. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ სამშობლოსა და ჩვენ ვართ ამ დიდი წინაპრების შთამომავლები, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ამაყობს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს დიდი ტრადიციები, დიდი სიყვარული მომავალ თაობებს გადავცეთ. საქართველოს ძლიერება არის სწორედ მის მრავალფეროვნებაში და იმაში, რომ განსაცდელის ჟამს ჩვენ ერთ მუშტად შეკრული ვდგავართ. სიხარულის დროს ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას ერთიან, ძლიერ საქართველოში“, – მიმართა მამუკა ბახტაძემ დღესასწაულზე შეკრებილებს.

მსგავსი თემები