ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის ვიცე-პრემიერი ხე ლიფენგი ოფიციალურ ტურნეს იწყებს. 9–12 მაისს ის შვეიცარიას ესტუმრება. ვიზიტი შვეიცარიული მთავრობის მოწვევით ხორციელდება. ვიცე-პრემიერი შეხვედრას გამართავს შვეიცარიის მთავრობის ლიდერებთან. როგორც ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის წარმომადგენელი აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ საკითხებში, ლიფენგი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან.
12–16 მაისს, ხე ლიფენგი ევროპისკენ აირებს გეხს. კერძოდ, ის გაემგზავრება საფრანგეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს ჩინეთ-საფრანგეთის მეათე, მაღალი დონის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში.