„26 მაისი ჩვენია – დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისს საზოგადოება ერთად ჩაიბარებს.
„გუშინ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა – ყველა ერთად, ყველა საქართველოს მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს. 26 მაისი ჩვენია. 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, ქვეყანას. ამისთვის, ყველა ერთად, ჯერ 9 მაისს, შემდეგ სრულიად საქართველო – 26 მაისს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.