„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, 9 მაისს, ქართველმა ხალხმა რუსეთს ევროპა უნდა დაუპირისპიროს.
„ჩვენს ქუჩებში, მაღაზიებში, რესტორნებში – სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად, რუსები არიან, რომლებიც კომფორტულად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და რუსები სამაგიეროდ ხეირობენ. ჩვენ, 9 მაისს, უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა რუსიფიკაციას; დავუპირისპიროთ ის ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, დავიბრუნებთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.