„ქართულმა მხარემ, რაც უნდა გააკეთოს, იმას აკეთებს” – ციხელაშვილი ოპონენტების კრიტიკას პასუხობს

სახელმწიფო მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი არ იზიარებს ოპონენტების კრიტიკას, რომ საგარეო კუთხით ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებს.

„ქართულმა მხარემ, რაც უნდა გააკეთოს, იმას აკეთებს. გასაგებია და ძალიან საუბედურო და სამწუხაროა, რომ რუსეთი არა მხოლოდ ამ, სხვა ვალდებულებებსაც დღეისთვის არ ასრულებს. მაგრამ ჩვენი დიპლომატიური რესურსი არის მიმართული იქითკენ, რომ ეს იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში და პარტნიორების მხარდაჭერა არის ამაში ძალიან მყარი,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგაც არ სრულდება რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ექვსპუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი თემა იყოს.

მსგავსი თემები