სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაფართოების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ. ბაბილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

პარალელურად, გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები გზის გაფართოების მიზნით“, – ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები