„კურსკის ოპერაციამ მიზნების უმეტესობას მიაღწია“ – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ კურსკის ოპერაციამ, რომელიც 9 თვეა გრძელდება, მიზნების უმეტესობას მიაღწია.

როგორც სირსკი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ სასაზღვრო რაიონებში შექმნილი ბუფერული ზონა დღესაც აქტუალურია.

„კურსკის ოპერაციამ, რომელიც უკვე 9 თვეა გრძელდება, თავისი მიზნების უმეტესობას მიაღწია. კურსკის ოლქში ჩვენი აქტიური მოქმედებების წყალობით, ჩვენ შევძელით მტრის შეტევითი კამპანიის თავიდან აცილება სუმისა და ხარკოვის ოლქებში“, – წერს სირსკი.

მსგავსი თემები