„რიყის დოქები“ გაიყიდა

ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელია შპს „რიყე დომ“.

ცნობისთვის, „რიყის დოქები“ 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 020 000 ლარად იყიდა.

2022 წლის დეკემბერში, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა ამ დრომდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაში იყო.

მსგავსი თემები