რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მანამდე კი აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისა და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომის მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა. „ერთობის მარშის” მონაწილეებმა ისნის მეტროსადგურიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს.
მოქალაქეებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან არიან შეკრებილი, უცვლელი მოთხოვნები აქვთ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებულები.