ბაქოში საერთაშორისო შეჯიბრება „პრეზიდენტის თასი 2025“ გაიმართა, რომელშიც კანოეს, კაიაკისა და აკადემიური ნიჩბოსნობის მიმართულებებით 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა – 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, ასევე აკადემიური ნიჩბოსნობის თასიც.