80-იანი წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნის, საკავშირო მასშტაბით ყველა გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტულის მფლობელი და 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის ერთ-ერთი შემომქმედი ალექსანდრე ჩივაძე 70 წლის გახდა
„დღევანდელ დღეს, 70 წლის გავხდი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ბევრ სიხარულს მოგვიტანს. ძალიან ნიჭიერი თაობა მოვიდა და ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ.
კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას“ – აღნიშნა ალექსანდრე ჩივაძემ.