თბილისში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის პირველ ა, მე-7 და მე-12 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსთან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა.
გამგეობის ინფორმაციით, დასასვენებელ სივრცეებში განთავსდა საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სკვერების ნაწილი მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით და დამონტაჟდა LED განათების სისტემა. მოეწყო საბავშვო მოედნებიც, სადაც სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა, ასევე, ფიტნეს ზონები, სხვადასხვა ასაკის მომხმარებლისთვის.
გარდა ამისა, ტერიტორიებზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.