თბილისის დროით 11:35 საათზე საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობდა, მათ შორის დედაქალაქში.