„უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება“ – ჯეი დი ვენსი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, ყველაფერი რუსებსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული.

„ახლა, როდესაც თითოეულმა მხარემ იცის, რა პირობები აქვს მეორე მხარეს მშვიდობისთვის, ეს რუსებსა და უკრაინელებზე იქნება დამოკიდებული. მათზე იქნება დამოკიდებული, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას და შეაჩერებენ თუ არა ამ სასტიკ კონფლიქტს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მსგავსი თემები