საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მატარებელი 11 აგვისტოდან იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
თბილისიდან გასვლა – 09:05 საათი, ბათუმში ჩასვლა – 14 :42 საათი,
ბათუმიდან გამოსვლა – 18:30 საათი, თბილისში ჩამოსვლა – 00:07 საათი.
შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ-გვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.