მთაწმინდას მკაცრი რეგულაციები და სწორი გენგეგმა სჭირდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი, დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მთაწმინდის რაიონს, როგორც დედაქალაქის მთავარ ტურისტულ ობიექტს, მკაცრი რეგულაციები და სწორი გენგეგმა სჭირდება, რომელიც არა პანაცეას, არამედ ჩარჩოს და სერიოზული მიდგომის საწყის, თუმცა უკვე დაგვიანებულ ნაბიჯს წარმოადგენს.
ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვაზე ის არც მერიაში და არც პარლამენტში არ მიიწვიეს, რაც მთაწმინდის მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელიც კია, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა მთავარი დასაცავი თბილისის ისტორიული ცენტრია და მთავარი კითხვები სწორედ მთაწმინდის  დამახინჯების  შესახებ ისმის.
“სამწუხაროა ჩემთვის… და ალბათ, შეურაცხმყოფელიც კი მთაწმინდის მაცხოვრებლებთათვის ის ფაქტი, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ პარლამენტში თუ მერიაში გენგეგმის განხილვაზე მოეწვიათ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ანუ თქვენი – მთაწმინდის მაცხოვრებლების წარმომადგენელი. ის დეპუტატი, რომელიც არჩევნებიდან ცოტა ხანში ესტუმრა გენგეგმის ავტორებს მათი მოსაზრებების და გეგმების გასაცნობად, შემდეგ ისინი მოიწვია მთაწმინდის ფორუმზე რუსთაველის თეატრში, რათა საჯარო სივრცეში საზოგადობის წინაშე პირველადი მონახაზი წარედგინათ”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და ფეისბუქის საკუთარ გვედრზე სტატუსს ქვეყნებს.

მსგავსი თემები