„ბედნიერი წავიდა, რადგან მისი ერთადერთი შვილის სიკვდილი ვერ გაიგო“ – გორში, მოკლულ მამა-შვილს გლოვობენ

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია მამა-შვილი. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.

„ბედნიერი წავიდა რომ მისი ერთადერთი შვილის სიკვდილი ვერ გაიგო”;

,,ეს რა დილა გათენდა, ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი უკარგესი ადამიანები აღარ გვყავს“, – წერენ ახლობლები.

ცნობისთვის, შემთხვევა 28 აპრილს, წმინდაწყლის უბანში მოხდა. შსს-მ გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობილი ხდება გორში მამა-შვილის მკვლელობის მოტივი

მსგავსი თემები