აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდებოდა მისი ორი საპრეზიდენტო ვადა.
„პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ორი რამ მქონდა გასაკეთებელი, ქვეყნის მართვა და გადარჩენა. ირგვლივ ყველა ეს თაღლითი მყავდა. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს კი ქვეყანასაც ვმართავ და მსოფლიოსაც“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან კომენტარი გააკეთა მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზეც და აღნიშნა: „ეს არ არის ის, რისკენაც მივისწრაფვი. ვფიქრობ, ეს ძალიან რთული საქმე იქნება“.