პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ერთი თვით გაუგრძელდა

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ერთი თვით გაუგრძელდა. საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს სამი თვის ვადით შეიქმნა, რომელიც 5 მაისისთვის იწურება.

კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. წულუკიანმა პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე შუალედური ანგარიში წარუდგინა.

მსგავსი თემები