თურქეთში ტურისტული ავტობუსი ამოტრიალდა

თურქეთში, ანტალიაში ავტობუსი გადატრიალდა, რომელსაც რუსი ტურისტები გადაჰყავდა. თურქული მედიის ცნობით, დაშავებულია 18 რუსი ტურისტი და ავტობუსის მძღოლი. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კონტროლი დაკარგა და ავტობუსი ამობრუნდა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები