,,ასეთი შეთანხმება ზელენსკის პრეზიდენტობის დასასრულსა და ქვეყნის პოლიტიკურ ქაოსში მოქცევას ნიშნავს” – Politico

,,უკრაინას მისთვის წამგებიან სამშვიდობო გეგმაზე დათანხმება მოუწევს”, – სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

,,ვაშინგტონის მიერ კიევისთვის შეთავაზებული გეგმა უკრაინას დაანაწევრებს, ქვეყანა ვერ მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს და რუსეთს ხელახალი თავდასხმის შესაძლებლობას მისცემს”, – წერს გამოცემა.

Politico ამერიკის სამშვიდობო ინიციატივებს უკრაინისთვის საშინელი შედეგების მომტანს უწოდებს. მედიის ცნობით, ასეთი შეთანხმება ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დასასრულსა და ქვეყნის პოლიტიკურ ქაოსში მოქცევას ნიშნავს.

მსგავსი თემები