ცნობილი ხდება გორში მამა-შვილის მკვლელობის მოტივი

  თამარ გოგალაძე ერთ-ერთია, ვინც გორში, მამა-შვილის მკვლელობას შეესწრო და 112-ში დარეკა. პოლიციას და სასწრაფოს 32 წლის გიორგი ცაციაშვილი გარდაცვლილი, დავით ცაციაშვილი კი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. პოლიცაიმ დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინა და 55 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. ის სერგო ახალკაცია, რომელიც მამა-შვილ ცაციაშვილებთან ერთად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბიზნესი გახდა ნაცნობებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ირკვევა, რომ მამა-შვილ ცაციაშვილებს და სერგო ახალკაცს გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ ტანსაცმლის მაღაზიები ჰქონდათ. მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერთმანეთს გასაყიდი ნივთის გამო დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი სავაჭრო ცენტრთან გარეთ … ვრცლად ცნობილი ხდება გორში მამა-შვილის მკვლელობის მოტივი