ბრაზილიაში „ბრიქსის“ ქვეყნების გაფართოებული სამიტი უკრაინაში მშვიდობის დამყარების მოწოდებით გაიხსნა. მინისტრები რიოში შეიკრიბნენ. მათ შორისაა რუსეთის მთავარი დიპლომატი სერგეი ლავროვი.
სამიტში მონაწილეობენ ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის, ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრები.
უკრაინაში ომით გამოწვეული კრიზისის გარდა, მსჯელობის მთავარი საკითხია შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკა. მათ შორის, ჩინეთისთვის დაკისრებული 145 %-იანი ტარიფები.
,,ბრიქსი” (BRICS) ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა, რომელიც 2006 წელს, პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ჩამოყალიბდა.