“ომის ახლავე დასრულება” – რუბიოსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი 27 აპრილს შედგა, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შემდგომ ნაბიჯებს ეხებოდა. რუბიომ ხაზი გაუსვა ომის ახლავე დასრულების საჭიროებას.

 

 

მსგავსი თემები