“მხარს ვუჭერთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიმამაცეს”- იტალიელი დეპუტატი

იტალიის პარლამენტის წევრი, ლია კუარტაპელე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც ის პლატფორმა X-ზე წერს იტალია  ზურაბიშვილისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სიმამაცეს მხარს უჭერს.

“დღეს, ყველა პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შევხვდით საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ლიდერობასა და სიმამაცეს, ასევე მომიტინგეების სიმამაცეს, რომლებიც უკვე 150 დღეა მშვიდობიანად აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია” – წერს ლია კუარტაპელე.

 

მსგავსი თემები