თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობის შემცირება სურს. მისივე განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვითარებას აკვირდება.
„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ არ გვსურს რამე კონფლიქტი ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. გვსურს პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობის დაუყოვნებლივი შემცირება, ვიდრე ის უფრო გაუარესდება. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები აკვირდებიან სიტუაციას“ – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან შეხვედრის დროს მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და თავდაცვის მრეწველობის სფეორებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. ერდოღანის თქმით, მან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა პაკისტანელი ხალხის მიმართ.