“კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს”- ანტონიო კოშტა ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევით იყო გამოწვეული. კოშტას თქმით, ის უკვე დაუკავშირდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროს და ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მუშაობენ მომხდარის მიზეზის დადგენასა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ასევე ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ესპანეთში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაიწყო

 

მსგავსი თემები