„რუსეთი არასდროს დაუშვებს ნატოს, ანუ აშშ-ს საკუთარ საზღვრებთან”, – განაცხადა ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა.
,,ის ვერ შეეგუება იმას, რომ აშშ-ს ჰქონდეს სამხედრო ბაზები უკრაინაში. საერთოდ, აშშ-ის მცდელობა ამ იდეის წამოწევის შესახებ პოკერის უპასუხისმგებლო თამაშს ჰგავს, იმიტომ რომ აშშ-ში და აშშ-ის მთავრობაში სულელი ადამიანები არიან“, – თქვა საქსმა.
მისი თქმით, არც აშშ არ შეეგუებოდა იმას, რომ რუსეთს კანადაში ან მექსიკაში საკუთარი ბაზები ჰქონოდა.