გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია მისი მამა. თვითმხილველების თქმით, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მოკლული გიორგი ცაციაშვილია.
ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
შსს-მ გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.