გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია მისი მამა. თვითმხილველების თქმით, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.