ოთხი გზა – სამი ხელოვნური კუნძული და ერთადერთი ბუნებრივი კუნძული გუშანი – ეს დასსვლეთის ტბაა. როგორც ამბობენ, დასავლეთის ტბის სილამაზე მის დეტალებშია. დასავლეთს ტბა არის მტკნარი წყლის ტბა ჩინეთში, ხანგჭოუში.
ტრადიციულ სტილში მოჩუქურთმებული კოტეჯები, მცენარეები, აყვავებული ხეები, ტალღები, აბიბინებული ბალახიც კი, თითქოს ყველაფერი ბუნების მრავალფეროვნებაზე საუბრობს. ტბას ოთხი მიმართულება აქვს. სამი მოიცავს ხელოვნურ კუნძულს და მეოთხე კი ერთადერთი ბუნებრივი კუნძულს – გუშანს.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, დასავლეთის ტბამ გავლენა მოახდინა ბაღის დიზაინზე დანარჩენ ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში და ადასტურებს ლანდშაფტების გაუმჯობესების კულტურულ ტრადიციასა და ადამიანებსა და ბუნებას შორის იდეალიზებულ შერწყმას.
ტერიტორია მოიცავს ტაძრებს, პაგოდას, პავილიონებს, ბაღებს, ორნამენტულ ხეებს, ბილიკებსა და ხელოვნურ კუნძულებს. ხანგჭოუს დასავლეთის ტბის გარშემო სეირნობას დაახლოებით 3 საათი სჭირდება, თუმცა, აქ იმდენად საინტერესო და მიმზიდველი გარემოა, დღეს ისე გადის, ვერც აცნობიერებ, რომ დაბნელდა.
რაც შეეხება თავად ხანგჭოუს, “აბრეშუმის სახლის” სახელით ცნობილი ქალაქი იყო ჩინეთის შვიდი უძველესი დედაქალაქიდან ერთ-ერთი, რეგიონში აღმოჩენილი აბრეშუმის ქსოვილებით. ასევე, ხანგჭოუს ჩაის, ფაიფურისა და სხვა საქონლით საგარეო ვაჭრობის ისტორია ათასობით წლით თარიღდება.