“უცემიათ, დაუკბენიათ და საღორეში დაუმწყვდევიათ”- 7 წლის ბავშვზე ძალადობაში დედას ადანაშაულებენ

წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში დედას და ბებიას 7 წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც არასრულწლოვნის ოჯახის წევრი ამბობს, ბავშვს სხეულის არეში სხვადასხვა დაზიანებები, მათ შორის ნაკბენები აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში ჰყავდათ დამწყვდეული, საიდანაც გაქცევა მოახერხა და შველა ნათესავებს სთხოვა.

„უცემიათ ბებიას და დედას, დაუკბენიათ. დაუმწყვდევიათ საღორეში, ბავშვის ნათქვამით აძლევდნენ მხოლოდ წყალს და პურს“- ამბობს ის.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნის მამა ემიგრაციაში იმყოფება და ბავშვი დედასთან იზრდებოდა. ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

 

წალენჯიხაში ბავშვზე ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მსგავსი თემები