ტრამპი ზელენსკისთან რომში შეხვედრას არ გამორიცხავს

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან რომში შეხვედრას არ გამორიცხავს.

მედიის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.ორი ქვეყნის ლიდერი, ხვალ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. მას სხვა მსოფლიო ლიდერებთან აქვს დაგეგმილი არაფორმალური შეხვედრები.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო შეხვედრა თეთრ სახლში, თებერვლის მიწურულს გაიმართა.

 

მსგავსი თემები