ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ახალი პრეპარატი შექმნეს

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურმა (NHS) ახალი პრეპარატი დაამტკიცა, რომელიც განუკურნებელი ტიპის ძუძუს კიბოს გავრცელებას ანელებს.

მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ პრეპარატ კაპივასერტიბის დამტკიცებას ,,გადამწყვეტი მომენტი” უწოდეს. მათი თქმით, მისით სარგებლობა ყოველწლიურად 1 000-ზე მეტ ქალს შეუძლია. პრეპარატი HR-დადებითი და HER2-უარყოფითი ტიპის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება. აბი ყოველწლიურად, დღეში ორჯერ, მიიღება.

ძუძუს კიბოს გარკვეული გენეტიკური მუტაციები ახასიათებს და შეუძლია, როგორც ძუძუს ქსოვილში, ისე სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდეს. აბი კიბოს უჯრედების მექანიზმზე მოქმედებს, კონკრეტულად, იმ პროტეინს ბლოკავს, რომელიც მას გამრავლებას “უბრძანებს”.

კლინიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კაპივასერტიბი ჰორმონულ საშუალება ფულვესტრანტთან ერთად დაავადების პროგრესირებას დაახლოებით 4.2 თვით აფერხებს. ეს ფულვესტრანტისა და პლაცებოს კომბინაციის შედეგზე გაცილებით მეტი დროა. ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა (ICR) NICE-ის ეს ნაბიჯი მოიწონა. ის მეცნიერთა ათწლეულების მუშაობას ეფუძნება.

მსგავსი თემები