მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლებმა პატივი მიგეს.
მუხათგვერდის სასაფლაოზე ასევე იმყოფებოდნენ პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის სხვა წევრები.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, 130 ათასამდე ჩვენი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა.