ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტას გეგმავს

ევროკავშირი მაისში რუსული ენერგორესურსების იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის გეგმას წარადგენს. ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ფონ დერ ლაიენის განმარტებით, 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ 2027 წლისთვის უარს იტყვის რუსულ ენერგორესურსებზე.

„რუსული გაზის იმპორტი 45%-დან 18%-მდე შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ყველა რუსული ენერგორესურსის იმპორტის ეტაპობრივად ნულამდე დაყვანის გეგმა ორ კვირაში ენერგეტიკის ევროკომისრის, დენ იორგენსენის მიერ იქნება წარდგენილი.

მსგავსი თემები