საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა.
„ცხადია, რომ ჩვენ გვსურს მშვიდობა, მოლდოველებს სურთ მშვიდობა, უკრაინელებს სურთ მშვიდობა, ევროპელებს სურთ მშვიდობა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ პუტინი თავდასხმებს აძლიერებს და ნათელს ხდის, რომ მას არ სურს მშვიდობა. მშვიდობისთვის ორი მხარეა საჭირო, ომისთვის კი მხოლოდ ერთი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა” – განაცხადა მან.