აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას რუსეთ-უკრაინის შეთანხმებასთან დაკავშირებით „თავისი საბოლოო ვადა“ აქვს.
„მე მაქვს ჩემი საკუთარი საბოლოო ვადა. ორივე მხარეს უნდა მშვიდობა, მაგრამ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოვიდნენ. ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. მინდა, გადავარჩინო 5 000 ახალგაზრდა ადამიანი. დაახლოებით 5 000 ახალგაზრდა ადამიანი იღუპება კვირაში ამ საშინელ ომში. იცით, თავიდან ეს დავიწყე იმიტომ, რომ არ მომწონდა ის თანხები, რასაც ვიხდიდით, შემდეგ გავაცნობიერე, რამდენი ადამიანი იღუპება. და ეს არის ამჟამად გაცილებით მნიშვნელოვანი ელემენტი“– აღნიშნა დონალდ ტრამპმა.