უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, „სამშვიდობო შეთანხმების“ ახალი ვარიანტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზეა.
„აშშ-ის წინადადების შემდეგ გამოჩნდა სხვა დოკუმენტებიც და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი უკვე არის პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე“– განაცხადა ზელენსკიმ.