ნატო-ს გენერალური მდივანი აშშ-ს სთხოვს, არ აიძულონ უკრაინას არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმების მიღება. ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მარკ რუტე, აპირებს დაარწმუნოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღება დაუშვებელია უკრაინის ინტერესების გათვალისწინების გარეშე და ასეთ შემთხვევაში, ეს მხოლოდ გააძლიერებს რუსეთს.
გამოცემა წერს, რომ ტრამპის წინადადება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებას ეხება, შესაძლოა, ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდეს.
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, არაა გამორიცხული, ამის გამო ჩაიშალოს ნატო-ს სამიტი, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს არის დაგეგმილი.