საქართველოს მასშტაბით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაუშვეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა შენობებზე.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

მსგავსი თემები