,,ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ზელენსკიმ ჩაშალა” – ზახაროვა

,,ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა, რითაც დაადასტურა კიევის განზრახვა, ნებისმიერ ფასად ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კიევი ანალოგიურად დასცინოდა მინსკის შეთანხმებებსა და სააღდგომო ზავს, დაარღვია ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე გამოცხადებული მორატორიუმი და სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები.

მისი თქმით, ზელენსკის სიტყვებმა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად არ აღიარების შესახებ აჩვენა, რომ კიევს მოლაპარაკებები არ შეუძლია.

ლონდონში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები აღარ შედგება

მსგავსი თემები